საქართველო-ალბანეთი - პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა

საქართველო ალბანეთი

„ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩი ტირანაში მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა. ამიტომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპულია – გამარჯვებული ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდება.