"მსოფლიოში ყველა არ გმობს ასეთ შეტევებს, სწორედ ამას იყენებს პუტინი. ის დროს ყიდულობს, რომ ომი გააგრძელოს" - ზელენსკი ხარკოვზე განხორციელებული შეტევის შესახებ

ზელენსკო

რუსეთ-უკრაინის ომის მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება. რუსმა ოკუპანტებმა, ამჯერად, ხარკოვს დაარტყეს. შეტევა ე.წ. კამიკაძე დრონების, მართვადი ბომბებისა და რაკეტების გამოყენებით განახორციელეს.

თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვია. კიევის რაიონში რუსებმა სამოქალაქო საწარმოსაც დაარტყეს.

"80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ყველას გაუწიეს დახმარება. სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც. მსოფლიოში ყველა არ გმობს ასეთ შეტევებს, სწორედ ამას იყენებს პუტინი. ის დროს ყიდულობს, რომ ომი გააგრძელოს. უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი უნდა იყოს და მშვიდობა უნდა დამყარდეს, ამისთვის საჭიროა საწყისი ნაბიჯები, მათ შორის მთავარი, ცეცხლის შეწყვეტაა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.