სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
1749326355
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად იგი ვენერას კუროს ნიშანში ინგრესიაზე წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს:
„იქიდან გამომდინარე, რომ ვენერა კუროს ნიშანს მართავს, ის აქ ძალიან ძლიერად და მყარად ავლენს თავს. ამიტომ ამ პერიოდში სწორედ ზემოთ აღნიშნული ტენდენციები გააქტიურდება. ადამიანები სიღრმისეულად და პრაგმატულ დონეზე დაფიქრიდებიან საკუთარ ფასეულობებზე და შესაძლოა გარკვეული გადაფასებაც კი მოახდინონ. აქ იგულისხმება როგორც ურთიერთობებში, ისე მატერიალურ ასპექტებში სიმყარის ძიება. ამ პერიოდში გაჩნდება მოთხოვნილება, რომ ყველა მიმართულებით კონკრეტული და რაც მთავარია, რეალური შედეგები დადგეს. ამ დროს ჩნდება მოთხოვნა საიმედოობაზე, იმაზე, რაც „მყარად დგას მიწაზე“. კურო - მატერიალური ნიშანია, ამიტომ ბევრ ადამიანში სწორედ ამ პერიოდში გაჩნდება კითხვა „რა არის ჩემი და რა არის სხვისი“.
თუ ვენერას ვერძში მოძრაობის დროს (30 აპრილიდან - 6 ივნისამდე) - სიყვარულში ადგილი ჰქონდა ინიციატივის გამოვლენას და სიყვარულში პარტნიორთან „შეჯიბრის“ და მისთვის „გადასწრების“ სურვილს , ახლა, ვენერას კუროში ინგრესიის დროს ურთიერთგაგება და პარტნიორის ინტერესის გათვალისწინება უფრო მეტად შესაძლებელი გახდება.
გარდა ამისა, ვენერა კუროში - ეს ბუნებასთან ურთიერთობების, ბუნების ძალების მიღების პერიოდია, ამიტომ ბევრი ადამიანი დაიწყებს ბუნებასთან ურთიერთობას, გაჩნდება სურვილი გავიდნენ ბუნებაში, ესტუმრონ ისეთ ადგილებს, სადაც ბუნება ხელუხლებელი ფორმით არის შემორჩენილი, სადაც იგრძნობა ასე ვთქვათ, ბუნების ენერგეტიკა, ასევე სახლში იქონიონ მცენარეები და მათთან ახლო კონტაქტი დაამყარონ.
კარგი დროა ფინანსური მენეჯმენტისთვის, შემოსავლებისა და გასავლების ანალიზისთვის და სხვა ფინანსური ოპერაციების ჩატარებისთვის.
ასევე კარგი დროა გალამაზებისთვის, საკუთარ გარეგნობაში თუ ჩაცმულობაში ახალი შტრიხების შეტანისთვის. საკუთარი გარდერობის განახლებისთვის ან სულაც ვარცხნილობის შეცვლისთვის.
სასიკეთო იქნება ხელოვნებასთან დაკავშირებული ახალი პროექტების დაწყებაც, რადგან ვენერა ხელოვნების მმართველი პლანეტაა და მისი კუროში გადასვლა ადამიანებში აჩენს სურვილს გააკეთონ რაღაც ლამაზი, ესთეტიკური და ეს მათი ერთგვარი „ანაბეჭდი“ გახდეს“,- წერს რამაზ გიგაური.