სანდრო მამუკელაშვილმა „პორტლენდთან“ მატჩში 17 ქულა ჩააგდო

sandro mamukelashvili

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა „ლეიკერსის“ მაისურით NBA-ის ახალ სეზონში სარეკორდო, 17 ქულა ჩააგდო. მისმა გუნდმა კი პირველი მარცხი იწვნია – შინ, „პორტლენდთან“, 129:136.

პორტლენდის გამარჯვება მორანტის (23 ქულა), ავდიას (23), ლილარდის (21) და ჰოლიდეის (22) კვარტეტმა განაპირობა.

„ლეიკერსში“ კი კვლავ ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა ლუკა დონჩიჩს – 41 ქულა, 9 პასი.

სანდრო მამუკელაშვილი: 24 წუთი, 17 ქულა (4-დან 3 სამქულიანი, 5-დან 3 ორიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.„ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს სტუმრად „კლიპერსთან“ გამართავს.

✕