სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონია

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელი ზაურ ქათამაძე, ბულგარეთში მიმდინარე პარამკლავჭიდის 27-ე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად, მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ზაურ ქათამაძე სპორტის ამ სახეობაში 2019 წლიდან ასპარეზობს. დღემდე მას არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვს მოპოვებული.