რონალდუს შვილი პორტუგალიის 16-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს

კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსი

კრიშტიანუ რონალდუს შვილი პორტუგალიის 16-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.

U16 ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ფედერაციის თასის ტურნირში, რომელიც თურქეთში 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე გაიმართება.

პორტუგალიელები თურქეთის, უელსის და ინგლისის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ.

კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსი 15 წლისაა. ის ფეხბურთს „ალ-ნასრის“ სისტემაში ეუფლება, სადაც მამამისი თამაშობს. მაისში ის პორტუგალიის U15-ის განაცხადში მოხვდა ვლატკო მარკოვიჩის სახელობის ტურნირზე.

აღსანიშნავია, რომ ვინგერმა ხორვატიასთან ფინალურ მატჩში (3:2) დუბლი შეასრულა.