ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
ღვინის ეროვნული სააგენტო 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგებს აქვეყნებს.
როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები რეგულარულად ახორციელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, იყოს კონკურენტუნარიანი და სულ უფრო მეტად მოთხოვნადი.
2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რომლითაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოწმდება, 135 კომპანიაში აღებული 561 ნიმუშიდან დარღვევა 8 კომპანიის 11 ნიმუშში აღმოჩნდა.
საანგარიშო პერიოდში, 56 კომპანიაში ჩატარდა საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობას ადგენს. აღებული 1091 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 14 ნიმუშში.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი საერთაშორისო კომპანიების შპს Bureau Veritas და შპს SGS-ის მიერ ინსპექტირება 98 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 365 ნიმუშიდან დარღვევა ერთი კომპანიის ერთ ნიმუშში აღმოჩნდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.