რა მოხდა RAF-ის სცენაზე არმან ცარუკიანის ბრძოლის დასრულების შემდეგ
1783800223
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
„მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ის, რომ დღეს, ჩვენს დედაქალაქში ამ დონის ღონისძიება ტარდება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერები, უნიკალური და უდიდესი ერი ვართ. საქართველოს გაუმარჯოს!“ - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა გამარჯვების შემდეგ.
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი მიმდინარეობს.