გურჯაანის წმ. სამების საკათედრო ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1756391550
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლიმასოლში ესპანეთს ეთამაშება. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი 37:35 იგებს.
შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი, რომ ევრობასკეტის პირველ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა თორნიკე შენგელია. ნაკრების კაპიტანმა მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გულზე შექმნილი პრობლემების გამო გამოტოვა.
საქართველომ თამაში აქტიურად და აგრესიულად დაიწყო როგორც შეტევაში, ასევე – დაცვაში. ესპანელებს ძალიან უჭირდათ კომბინაციების გათამაშება, ხოლო სანდრო მამუკელაშვილისა და კამარ ბოლდუინის შესანიშნავი თამაშის ფონზე ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა პირველი მეოთხედი 20:17 მოიგო.
მეორე მეოთხედში ესპანელებმა ტემპს მოუმატეს, დაცვაშიც უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა წინ გასვლას ვერ ახერხებდნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 11 ქულით დუდა სანაძე იყო, 8 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 8 ქულა – გოგა ბითაძეს, 6 – კამარ ბოლდუინს.