პირველი საგოლე ქმედება ლიგა 1-ის ახალ სეზონში - კვარაცხელიამ მარკინიოსს გაატანინა

„კვარაცხელია შიმშილის ქართული განმარტებაა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება

ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონში თავისი პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „მონაკოს“ შორის მიმდინარე მატჩის 31-ე წუთზე, ქართველი შემტევის პასის შემდეგ, გუნდის კაპიტანმა მარკინიოსმა ანგარიში გახსნა და პარიზელები დააწინაურა.