1771531835
ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გამოვიდა.
გუბანოვამ მოკლე პროგრამა მაღალ დინეზე შეასრულა, მსაჯებისგან 71,77 ქულა (სეზონის საუკეთესო შედეგი) დაიმასახურა და მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.
ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით გამოსვლა 19 თებერვალს 22:00 საათიდან გაიმართება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.











