„ოჯახი“ - რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია

კვარა

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში „ლიონი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ეს გამარჯვება ტრავმირებულ ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა. მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ქართველ ფეხბურთელს განსაკუთრებული სიტყვებით მიმართა.

„ამ გამარჯვებას კვარაცხელიას ვუძღვნი“, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეხვედრის დაწყებამდე „პარკ დე პრენსის“ ტრიბუნებზე გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელის მხარდასაჭერად ბანერი გაშალეს წარწერით: „კვარა, წითელ-ლურჯი ხალხი შენთანაა!“ 

მატჩის დასრულების შემდეგ კი გუნდის ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი და კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და ნომრის მქონე მაისურის გარშემო გაერთიანდნენ და ამ ფორმით თანაგუნდელს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ამას ხვიჩა კვარაცხელია გამოეხმაურა და გუნდს „ოჯახი“ უწოდა.

✕