1772562813
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელია
თემურ ქეცბაია თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელია. საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
ამ პოზიციაზე ქეცბაიამ ვლადიმერ კაკაშვილი შეცვალა, რომელსაც თბილისური კლუბი 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა.
ქეცბაიამ თავისი სამწვრთნელო კარიერის უდიდესი ნაწილი კვიპროსულ ანორთოსისში გაატარა. 2009-დან 2014 წლამდე ის საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდა












