ცნობილია მაისის ფავორიტი სამი ზოდიაქოს ნიშანი
1777814758
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი ინსტიტუციური და აკადემიური პროექტების განვითარებას.
აღინიშნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ "იუსტიციის სასწავლო ცენტრსა" და იუტას ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობა, რომელიც Stirling Foundation-თან პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება.
შეხვედრას ესწრებოდა სსიპ "იუსტიციის სასწავლო ცენტრის" დირექტორი გვანცა ვარამაშვილი.