ნიკა ეგაძემ გუნდურ ტურნირში 154.79 ქულა დააგროვა

ნიკა ეგაძე

ფიგურული ციგურაობის გუნდური ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრებიდან ბოლოს ნიკა ეგაძემ იასპარეზა. თავისუფალ პროგრამაში მან 154.79 ქულა მიიღო და საქართველოს გუნდური 6 ქულა მოუტანა. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 56 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.