„ნაპოლი“ ჩემპიონობისთვის ბონუსებს მიიღებს - რამდენი ერგება ხვიჩა კვარაცხელიას?

ხვიჩა კვარაცხელია

33 წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია. ამ გამარჯვებით კლუბის შემადგენლობის საერთო ფასი ჯამში 450 მილიონი ევროდან 640-მდე გაიზარდა.

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში გასვლით გუნდმა 75 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო იტალიურ "სერია ა-ში" გამარჯვებით 23,4 მილიონი ევრო.

გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა გუნდის წევრები წაეხალისებინა და მათ დამატებით ბონუსები გადასცა. მან 8 მილიონი ევრო გამოყო, რომლიდანაც 4 მილიონი ევრო ფეხბურთელებს გადაეცემათ, დანარჩენი კი კლუბის სტაფზე გადანაწილდება. აქედან გამომდინარე, მოთამაშეებიდან თითოეულ წევრს დაახლოებით 150 ათასი ევრო გადაეცემა. სწორედ ამ თანხას მიიღებს ხვიჩა კვარაცხელიაც.