მესიმ დემბელეს „ოქროს ბურთის“ მოგება მიულოცა

დემბელე

ლეო მესიმ ყოფილ თანაგუნდელს, უსმან დემბელეს „ოქროს ბურთის“ მოგება მიულოცა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ფრანგს სოციალურ ქსელში მიმართა.

„გილოცავ, ძალიან გახარებული ვარ. ეს ნამდვილად დაიმსახურე“, – წერს „ოქროს ბურთის“ რვაგზის ფლობელი ლეო მესი.

შეგახსენებთ, რომ მესი და დემბელე „ბარსელონაში“ ერთად 2017-2021 წლებში თამაშობდნენ. ამ პერიოდში მათ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგეს.

უსმან დემბელეს მთავარი კონკურენტი 2025 წლის ოქროს ბურთისთვის ლამინე იამალი იყო. ფრანგმა გასულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1, უეფა-ს სუპერთასი, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერთასი მოიგო.