„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
მექსიკის ნაკრებმა A ჯგუფში გამოსვლა სამიდან სამი მოგებით დაასრულა – ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა მესამე ტურის შეხვედრაში ჩეხეთი 3:0 დაამარცხა, 9 ქულა მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ამ შეხვედრაში ღირშესანიშნავი ფაქტი მოხდა – მექსიკელთა შემადგენლობაში ითამაშა მეკარე გილერმე ოჩოამ (შეცვლაზე შევიდა), რომლისთვისაც ეს მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატია და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს გაუთანაბრდა.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკამ სამხრეთ კორეას 1:0 სძლია და პლეიოფში მეორე ადგილით გავიდა.
მესამე ადგილი სამხრეთ კორეამ დაიკავა და დარჩენილი მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა, მოხვდება თუ არა 12-დან იმ 8 საუკეთესო გუნდს შორის, რომლებიც პლეიოფში გააგრძელებენ ბრძოლას.
ჩეხეთის ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი 1/16-ფინალური წყვილიც გამოვლინდა – 28 ივნისს, 23:00 სათზე, ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და კანადის ნაკრებები შეხვდებიან.