მეორე პარიზული ტიტული ხვიჩა კვარაცხელიასთვის - „პსჟ“ საფრანგეთის თასის გამარჯვებულია

კვარა პსჟ

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი PSG საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა.

პსჟ-მ ფინალურ მატჩში „რეიმსს“ 3:0 სძლია.

სამწუხაროდ, ქართველს ფინალურ დაპირისპირებაში არ უთამაშია. თამაშის დაწყებამდე, ბოლო წუთებში ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია თამაშს თავის ტკივილის გამო ვერ შეძლებდა.