1749217709
„მე ვიტყვი „გაუმარ“, თქვენ იტყვით „ჯოს“ - დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ დამსწრეებს მიმართა

მერაბ დვალიშვილი თითქმის ნახევარ წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს დაუბრუნდა და სუპერ მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. მან შონ ო'მალი დაამარცხა.
ნიუ ჯერსიში ჩატარებულ UFC 316-ს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.
გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა პუბლიკას "გაუმარჯოს" ქართულად აძახებინა: “მე ვიტყვი “გაუმარ”, თქვენ იტყვით “ჯოს”!” - ასე მიმართა დვალიშვილმა მაყურებლებს და რამდენიმე სკანდირების შემდეგ ჩამოთვალა: “ამერიკას გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს! ჯორჯიას გაუმარჯოს!”
დვალიშვილის კარიერაში ეს საიუბილეო, მე-20 გამარჯვება გახლდათ.