1749237219
„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი

ხაშურში 11 წლის ასაკის მოზარდი დღეს დილით სახლში გარდაცვლილი ნახეს, დედა კი - უგონო მდგომარეობაში.
ხაშურის საავადმყოფოში ამბობს, რომ ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მძიმე მდგომარეობაშია.
,,მიზეზი ჯერ უცნობია" - ამბობს საავადმყოფოს ექიმი.
გარდაცვლილ ბიჭს ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები აღენიშნებოდა (ცერებრალური დამბლა) და მკურნალობა ინტენსიურად უტარდებოდა, რაც შეეხება დედას, თვითმხილველთა თქმით, ქალთან ადგილზე დახვდათ პირნაღები მასაც.
მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ამ ეტაპზე, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია განიხილება, რაც შეეხება ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ალბათობას.
ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გაზმომარაგების კომპანიის ტექნიკოსები, თუმცა ბუნებრივი აირის გაჟონვა პირველადი ინფორმაციით არ დადასტურდა.
„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.