ჩერნობილის ნაკრძალიდან იშვიათი სახეობის კვიცის ფოტო გავრცელდა
1749281580
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე არეულობას საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა. მან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ადგილზე გაწეული სამუშაოსთვის შეაქო, კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს-ანჯელესის მერი კი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი არაკომპეტენტურები იყვნენ და ამოცანებს თავი ვერ გაართვეს.
ტრამპმა ასევე დემონსტრაციებში მონაწილეებზე ისაუბრა, მათ რადიკალები უწოდა, აღნიშნა, რომ ხშირად ისინი თანხის სანაცვლოდ მოქმედებდნენ და ახალი აკრძალვაც დააანონსა.
„რადიკალი მემარცხენეების პროტესტებს, რომლებიც ხშირად დაფინანსებული პროვოკატორების მიერ არის წამოწყებული, არ მოვითმენთ. ამასთან, ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ?“ - წერს ტრამპი.
აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის (ICE) რეიდების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი ორი დღეა გრძელდებოდა. ამის გამო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.