მარნეულელი ტაეკვონდოისტების წარმატება

მარნეულელი ტაეკვონდოისტების წარმატება

ქალაქ ქუთაისში გაიმართა, იმერეთის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში.  ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა. მათი მონაგარია ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი.  მეორე ადგილზე გავიდნენ ელდანიზ ნოვრუზოვი და გიორგი გიორგაძე, ხოლო მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ ელმირ ნაზაროვი და ზაქარია გოგოლაძე.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობდნენ, საქართველლოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ყაზახეთის წარმომადგენელი სპორტსმენები.