ამ ქუჩებზე წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1751654715
საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს იტალიური „რომა“ განიხილავს, – ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, რომაულ კლუბს სეზონის დაწყებამდე დატვირთული მოსამზადებელი ეტაპი ელის. „რომა“ ახალ მთავარ მწვრთნელთან, ჯან პიერო გასპერინთან ერთად შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს.
გამოცემის ცნობით, „ლიონის“ ფინანსურმა პრობლემებმა, შესაძლოა, „რომა“ დაარწმუნოს, რომ მიქაუტაძის დამატება გამართლებული ნაბიჯი იქნება. ფრანგული კლუბი, მზარდი ვალების გამო, საფრანგეთის მეორე ლიგაში დაქვეითდა.
მიქაუტაძემ „ლიონის“ რიგებში ყველა ტურნირზე 47 მატჩში მონაწილეობდა და 17 გოლი გაიტანა. „რომას“ გარდა, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ინგლისური და გერმანული კლუბებიც იჩენენ.