შეკრიბეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედზე
1751718062
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.
მატჩის 78-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შედეგად დეზირე დუემ „პარი სენ-ჟერმენი“ წინ გაიყვანა. ხუთ წუთში პაჩო ლეონ გორეცკასთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს და ლუის ენრიკემ დაცვის გასაძლიერებლად კვარაცხელია მცველით, ბერალდოთი შეცვალა.
დამატებით მეორე წუთზე ლუკა ერნანდესმაც წითელი ბარათი მიიღო და მოედანზე პარიზელების გუნდის 9 მოთამაშე დარჩა, თუმცა, გერმანელების კარში მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხეს - გოლი დემბელემ გაიტანა და „პსჟ“ ნახევარფინალში გავიდა.
„პარი სენ-ჟერმენი“ 9 ივლისს მადრიდის „რეალისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ წყვილის გამარვებულს დაუპირისპირდება.