1751716643
50 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია... - რა ხდება ამ დროისთვის თურქეთში, სადაც ხანძარს ისევ ებრძვიან

თურქეთის იზმირის პროვინციაში ხანძარმა ასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დატოვა. დამწვარია მილიონობით ხე და სერიოზულად დაზარალდა ათობით სოფელი. 50 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია. სტიქიასთან ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხანძარი გავრცელდა ანტალიასა და სტამბოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.