მაღალი ალბათობით, ცხელი ზაფხული გველის... - გარემოსდაცვითი ექსპერტი
1780213422
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, პსჟ-ს „არსენალის“ კარში გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გაუჭირდებოდა.
„ძალიან ტაქტიკური თამაში იყო, „არსენალმა“ დაცვითი სტილით ითამაშა, პსჟ უფრო გუნდური იყო და როდესაც ბურთი აქვს, ყოველთვის სახიფათოა, მაგრამ კვარაცხელიას გარეშე დღეს საღამოს გოლის გატანა რთული იქნებოდა „არსენალთან“, რომელმაც დაცვითი ფაზით მომხიბლა. ახლა გავიგე, რატომ გაუშვა არსენალმა ასე ცოტა გოლი“, - განაცხადა ფაბიო კაპელომ.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა, კარიერაში საუკეთესო: 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. მან პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა (გოლი ან პასი), რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ყველა ტურნირზე 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით 47 მატჩში, 19 გოლი და 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მან პსჟ-ში მეორე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.