„კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ! ახლოს არ მიიკაროთ!" - კოსმეტოლოგის გაფრთხილება ორსულებს და ლაქტაციაზე მყოფ დედებს

კოსნეტოლოგი

„კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ! ახლოს არ მიიკაროთ!" - კოსმეტოლოგი ნინო ხაინდრავა ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებს აფრთხილებს. 

„კატეგორიულად არ გამოიყენოთ! რა აკნეც არ უნდა გქონდეთ, რა გამონაყარი, ორსულობის და ლაქტაციის დროს რეტინოლი ან რეტინოიდები, ახლოს არ მიიკაროთ. გაფრთხილებთ კატეგორიულად. მიდით თქვენს გინეკოლოგთან და მოისმინეთ მისგანაც იგივე. არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ჭიდილი მომიწია გოგოსთან, რომელიც იყო ლაქტაციაზე - იქნებ, პატარა დოზით გამოვიყენო... ხალხნო, გადადის სისხლში! თქვენი თავი თუ არ გიყვართ, იმ ბავშვზე მაინც იფიქრეთ, ძალიან გთხოვთ",- განაცხადა კოსმეტოლოგი ნინო ხაინდრავა.