„გაყინული ვარ, გვანცა, სესო... ეს რა გავიგე...“ - ვინ არიან აჭარაში ავარიის დროს დაღუპულები
1750314967
,,პსჟ“-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზი გამარჯვებით დაიწყო. პარიზულმა გუნდმა ტურნირზე თავის პირველ შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკო“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. მან ტურნირის თავის სადებიუტო შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შემდეგ შეხვედრას „პსჟ“ 20 ივნისს, „ბოტაფოგოს“ წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.