ისრაელმა ირანში მდებარე არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე იერიში მიიტანა

ირანი

ისრაელმა იერიში მიიტანა ირანში მდებარე არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე. როგორც ირანში აცხადებენ, თავდასხმის შედეგად, რადიაციის საფრთხე არ არსებობს, ხალხის ევაკუაცია კი იერიშამდე განხორციელდა.

მანამდე ისრაელმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ობიექტზე თავდასხმას აპირებდა და მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.