გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
„ფიფა 2025“ წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ნიუ-ჯერსიში მადრიდის „რეალს“ შეხვდება.
მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერვიუ მისცა ავტორიტეტულ გამოცემას.
ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი შეაჯამა და „რეალთან“ მოახლოებულ მატჩზეც ილაპარაკა. კვარაცხელიას ანგარიშზე ხუთ მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. მზად ვართ თამაშისთვის. კარგად მოვემზადეთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
„რეალსა“ და „პსჟ-ს“ შორის შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.