ავარია თბილისში - ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
1773342440
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – რჩეული თერთმეტეული უეფას ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალის პირველ მატჩში მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ შეხვედრაში.
კვარაცხელიას მოედანზე შესვლის დროს ანგარიში 2:2 იყო. 74-ე წუთზე მისი გადაცემით ვიტინიამ პარიზელები წინ გაიყვანა, ხოლო 86-ე და 90+3-ე წუთებზე ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელია გუნდში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია – მის ანგარიშზე 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.