ის აქაა, აქ დარბის. ცოტათი გაზრდილია... - ლუის ენრიკე გარდაცვლილ ქალიშვილზე

ლუის ენრიკე

„ყოველთვის იგებს,აგებს, იღვიძებს ცუდ და კარგ ხასიათზე, ის ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენს ოჯახთანაა, დღეს აქ დარბის ჩვენთან ერთად ასევე ვფიქრობ, რომ ის ცოტათი გაზრდილია“ - ასეთი ემოციური კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ლუის ენკირემ შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბანერის გამოფენის გამო და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

ლუის ენრიკეს ქალიშვილი ქსანა 9 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

გუშინ ლუის ენრიკემ გუნდმა „პსჟ“ -მ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო.