ირანის ქალთა ეროვნული ნაკრების ხუთი ფეხბურთელი ავსტრალიაში პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს - მათ სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაზე უარის გამო, საკუთარ ქვეყანაში დევნა ემუქრებათ

ირანის ქალთა ნაკრები

 ირანის ქალთა ეროვნული ნაკრების ხუთი ფეხბურთელი, რომლებსაც ისლამურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო დევნა ემუქრებათ, ავსტრალიაში პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს. სამხრეთ კორეასთან მატჩის წინ, ჰიმნის შესრულებისას, ფეხბურთელები დემონსტრაციულად დუმდნენ, რასაც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ "სირცხვილის მწვერვალი" უწოდა.

სპორტსმენებისთვის თავშესაფრის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო. ტონი ბერკმა აღნიშნა, რომ ავსტრალიის პოლიციამ სპორტსმენების უსაფრთხოება უზრუნველყო და ისინი სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანა.

მანამდე ავსტრალიას ირანელი ქალებისთვის თავშესაფრის მიცემისკენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოუწოდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მათ სამშობლოში, "დიდი ალბათობით", სიკვდილი ემუქრებოდათ.