ირაკლი დოლაბერიძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომას დაესწრო

ირაკლი დოლაბერიძე

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომას დაესწრო. აღმასკომის სხდომაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. ახალგაზრდული ოლიმპიადა 2026 წლის 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართება.

სხდომაზე ევროპისზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ქართველ სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობის შესახებაც იმსჯელეს. ფესტივალს 14-21 თებერვალს რუმინეთი, ბრაშოვი, უმასპინძლებს.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის მოწვევის საკითხიც.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.