„ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1784811589
გორის „დილას“ სტადიონზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიძახეს. ნაწილი ტრიბუნებზე განთავსდა, ნაწილი კი სტუმრების გასასვლელს იცავს.
ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაძაბული ვითარება იყო იმ დროს, როდესაც „აპოლონის“ გულშემატკივრები სტადიონთან მივიდნენ და „დილას“ გულშემატკივრები დაინახეს.
გულშემატკივრებს შორის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით სამართალდამცველებმა პატრულირება გააძლიერეს. პოლიციელები იცავენ იმ ადგილსაც, სადაც სტუმრების ფანები იმყოფებიან.
დღეს, გორის „დილა“ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს მართავს კვიპროსის „აპოლონთან“. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე იმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყო.