თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
1784662715
მას შემდეგ, რაც გიორგი წიტაიშვილმა მეცი დატოვა, ქართველი ფეხბურთელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს. იმის გათვალისწინებით, რომ 25 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა, მისი დამატებით ბევრი გუნდი ინტერესდება.
დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლორიენი, პსვ და ფრაიბურგი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდებიან. მეტიც, ლორიენსა და წიტაიშვილის წარმომადგენლებს შორის პირველი კონტაქტიც შედგა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს.
ამ მომენტისთვის ქართველი ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, თუმცა დიდი შანსია, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე წიტაიშვილის მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული სიახლეები გვქონდეს.