„გარდაცვლილ ადამიანთან ვიდეო და აუდიო ზარის განხორციელებაც შესაძლებელი იქნება...“ - ახალი ფუნქცია, რომელიც, შესაძლოა, სოცქსელებს დაემატოს - რას ამბობს ბლოგერი

სოცქსელები

კომპანია Meta, რომელიც Facebook-ს, Instagram-ს, WhatsApp-სა და Threads-ს ფლობს, ახალ ფუნქციაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი ადამიანების ანგარიშები, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კვლავ გააქტიურდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფუნქცია გარდაცვლილი მომხმარებლების ციფრული პროფილების „გაცოცხლებას“ ითვალისწინებს. ხელოვნური ინტელექტი შეძლებს მათი ძველი პოსტების, მიმოწერისა და სხვა ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე შექმნას ვირტუალური ვერსია, რომელსაც ახლობლები გარკვეული ფორმით დაუკავშირდებიან.

ამ ეტაპზე Meta აღნიშნულ შესაძლებლობას მხოლოდ განიხილავს და მისი დანერგვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ინიციატივამ უკვე გამოიწვია დისკუსია როგორც ეთიკურ, ისე კონფიდენციალურობის საკითხებთან დაკავშირებით.

ვრცლად ↓