1757012910
„გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ...“ - ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 7 სექტემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი დინამო არენაზე ბულგარეთს დაუპირისპირდება.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ტრადიციულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ ვითარებასა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. მწვრთნელმა ნაკრების შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები დააანონსა.
„გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ, რადგან ბულგარეთი სხვა სტილის გუნდია, მაგრამ არ იქნება რადიკალური სიახლეები. გათვლა იმაზე იქნება, რომ წარმატებით ვითამაშოთ, მაგრამ გაძევების გამო ტრიბუნაზე ვიქნები და გუნდთან კომუნიკაციის საშუალება არ მექნება.
რაც შეეხება ბულგარეთის ნაკრებს, ამ გუნდს 3 წლის წინ შევხდით და ორივე შეხვედრაში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. მას შემდეგ ბულგარეთის ნაკრებში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი ხვალინდელ თამაშში ჩვენთვის გამოწვევა იქნება“, - განაცხადა სანიოლმა.