ფოთში აფროსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ფოთში აფროსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, აფროსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში თბილისის, ფოთისა და ბათუმის გუნდები მონაწილეობდნენ.

ჩემპიონატს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო და გამარჯვებული სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა. ტურნირში ფოთელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ღონისძიება ფოთის მუნიციპალიტეტისა და აფროსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.