1755268963
რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით,
200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე „კანაფი“, - აღნიშნუნლია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.