მარნეულში ახალგაზრდა ქალმა, ქორწილის წინა დღეს საქმრო დაჭრა

policiis lenta

მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა.ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შემთხვევა ლესელიძის ქუჩაზე №5-ში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ყიზილაჯლოელი მამაკაცი, რომლის ქორწილიც 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა საცოლემ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო, მამაკაცი დანით დაჭრა.ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. საქმის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.