„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 569.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2024 წლის წინასწარ მონაცემებს 17.7 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთომოცულობაში, 2024 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 54.4 პროცენტი შეადგინა.
ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებში პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 27.5 პროცენტით (431.1 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 14.7 პროცენტით (230.9 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე – მალტა 12.2 პროცენტით (191.7 მლნ. აშშ დოლარი).
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 60.2 პროცენტი შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 579.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 36.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 183.6 მლნ. აშშ დოლარით (11.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე – უძრავი ქონების სექტორი 182.0 მლნ. აშშ დოლარით (11.6 პროცენტი).