ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ სლემის გამარჯვებულია

ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ სლემის გამარჯვებულია.

ქართველმა ჯუდოკამ ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგი სარა-ლეონ სისიქი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

მანამდე კი, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, მეოთხედფინალში იტალიელი ჯულიანა კარნა დაამარცხა, ნახევარფინალში კი ფრანგ მარტა ფავაზს სძლია და ფინალში გავიდა.

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით, გრანდ სლემის ტურნირი პირველად მიმდინარეობს.