ეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია

ეთერ ლიპარტელიანი

2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ეთერ ლიპარტელიანია – ასეთია სპორტულ ჟუტნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგები.

25 წლის ქართველი ძუდოისტი ქალი ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი ევროპის 2-გზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

ლიპარტელიანმა გამოკითხვაში 140 ხმა მიიღო. 92 ქულით მეორე ადგილზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა გავიდა, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილები 31-31 ქულით ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა და ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ გაინაწილეს. გამოკითხვაში 75 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.

ეთერ ლიპარტელიანმა წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული უკვე მეოთხედ მოიგო – წარმატებულ სპორტსმენს თბილისის ძიუდოს აკადემიაში ჯილდო საქართელოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, თამარ ბალავაძემ გადასცეს. დაჯილდოებას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ძიუდოს ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი თენაძე ესწრებოდნენ.

თამარ ბალავაძემ გამარჯვებულ სპორტსმენს საკუთარი წიგნიც – „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორიაც“ გადასცა. წიგნში 23 ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ქალის ისტორიაა მოთხრობილი, მზია ჯუღელიდან დაწყებული ნინო სალუქვაძით დასრულებული. მოქმედი სპორტსმენებიდან ეთერ ლიპარტელიანი ერთადერთია, ვისი ისტორიაც ამ წიგნში შევიდა.

ეთერ ლიპარტელიანი და საქართველოს ნაკრები 13-20 ივნისს, ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.