ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
დღეს არ არის დრო, როდესაც უნდა ვისაუბროთ არჩევნების ბოიკოტზე, დღეს არის დრო, როდესაც ოპოზიციამ ერთობლივად უნდა ისაუბროს არჩევნებისთვის მზადებაზე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, იზიარებს სალომე ზურაბიშვილის პოზიციას პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ხედვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის დაცვა და ერთიანი ფრონტით დაპირისპირება ამ რეჟიმთან. ჩვენ ასევე ვიზიარებთ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომ მნიშვნელოვანია იმ მოთხოვნების გაჟღერება და შესრულება, რაც უკავშირდება როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით გარემოს ცვლილებებს. ამავე დროს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, უნდა შევიდეთ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში, რაც ნიშნავს, არჩევნებისთვის მზადებას. დიახ, ასევე ვიზიარებთ მის ხედვას და მოლოდინს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გვექნება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, საჭიროა, სწორი სტრატეგია და სწორი ტაქტიკა ამისთვის მოსამზადებლად. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ, დღეს არ არის ის დრო, როდესაც უნდა ვისაუბროთ არჩევნების ბოიკოტზე, დღეს არის ის დრო, როდესაც ოპოზიციამ ერთობლივად უნდა ისაუბროს არჩევნებისთვის მზადებაზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.