1761855398
„ძვირფასო მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია ჩემი გაჩემპიონების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება - წინ კიდევ ორი ტურია“ - ნონა გაფრინდაშვილი
„ძვირფასო მეგობრებო, როგორც შევიტყვე, გავრცელდა ინფორმაცია ჩემი გაჩემპიონების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს მე-9 ტური ყაიმით დავასრულე - წინ კიდევ ორი ტურია. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის!“ - წერს მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 84 წლის ჭადრაკის დედოფალი იტალიაში იმყოფება და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვის.












