1761855398
წყალი 30 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
 
                                                                „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება.
„ხვალ 10/31/2025 მთაწმინდის რაიონში, გალის ქ. N14-თან სატუმბო სადგურში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 10/31/2025 12:00 საათიდან 11/1/2025 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გოგებაშვილის ქუჩას თავის შესახვევებით, გალის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, რჩეულიშვილის ქუჩას ჩიხებით და შესახვევებით; რ.ჯაფარიძის (ზემო ვაკის) ქუჩას და შესახვევს, ჟვანიას ქუჩას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
 
                                                     
                                                     
                                                    










