4 მიზეზი, რომელიც ხელების დაბუჟებას იწვევს - გიორგი ღოღობერიძის განმარტება
1737906958
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა, რის შედეგადაც ტურნირის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
ფინალის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ განვლილი მატჩი UEFA-ს მიკროფონთან შეაფასა.
„ეს მართლაც საოცარია. ემოციების სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. ძალიან მეამაყება, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ შესაძლებლობების შესახებ ვიცოდით. დღეს ზედიზედ მეორედ გავხდით ჩემპიონები. პენალტების სერიაში იღბალიც, მაგრამ ამავდროულად დიდი შრომაც არის საჭირო. ამაზე ბევრი ვიმუშავეთ და შედეგიც მივიღეთ. ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით, რადგან თამაშის განმავლობაში ბევრი შანსი შევქმენით და გოლის გატანასთან ძალიან ახლოს ვიყავით.“