დისკვალიფიცირებული მწვრთნელი მღვდილის ფორმაში გამოეწყო, რათა საკუთარი გუნდისთვის ეხელმძღვანელა

დისკვალიფიცირებული მწვრთნელი

იტალიაში, მეცხრე დივიზიონის ერთ-ერთი გუნდის დისკვალიფიცირებულმა მწვრთნელმა, მატეო ჩიჩერიმ, აკრძალვის მიუხედავად, მატჩზე დასწრება უჩვეულო ხერხით მოახერხა. მან მღვდლის სამოსი – ანაფორა მოირგო და სტადიონზე შეუმჩნევლად შევიდა.

ჩიჩერი შეხვედრას კარის უკან აკვირდებოდა და ისე იქცეოდა, თითქოს ლოცულობდა, თუმცა რეალურად საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს ფარულ მითითებებს აძლევდა.

ინციდენტი მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც მისმა გუნდმა გოლი გაუშვა. ემოციების კონტროლის დაკარგვის გამო, მწვრთნელი მოედანზე შევარდა და მეტოქე გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარის შედეგად, მატეო ჩიჩერის დისკვალიფიკაციის ვადა დამატებით ოთხი თვით გაუხანგრძლივდა.